Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა
Civil.ge
14 September 2017, 17:05

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, დაასახელა. კანდიდატის წარდგენა სოლოლაკში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, რეზიდენციასთან გაიმართა.

ლეიბორისტების ლიდერმა გიორგი გუგავა დაახასიათა როგორც „ხალხისთვის დაუცხრომელი მებრძოლი, უწესიერესი და უპატიოსნესი“ პოლიტიკოსი, რომელიც, მერად არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებაში უშუალოდ იქნება ჩართული. 

„ის ყოველთვის იდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ბარიკადებზე და ასეთი იქნება ის მაშინაც, როდესაც თქვენი ნებით გახდება თბილისი მერი. ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა! ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა! გზა გაითხრება? გუგავა მოვა! რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იდგება თქვენ გვერდით“, - განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.

მერობის კანდიდატის წარდგენისას, შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით მწვავე განცხადებებითაც გამოვიდა.

„ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ მტაცებლებს ჩვენი ქვეყანა და ეს თბილისიდან უნდა დავიწყოთ... თბილისს უნდა ისეთი მერი, რომელიც არ დაუშვებს აი ამ მილიარდერების ბატონობას დედაქალაქსა და ქვეყანაზე“, -  განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა. 

საარჩევნო პრიორიტეტებზე საუბრისას, გიორგი გუგავამ ტელეკომპანია პირველს განუცხადა: „მერის ფუნქციაა იყოს იქ, სადაც უჭირს მოქალაქეს. ეს ჩვენი კრედოა და მეც, შალვა ნათელაშვილთან და პარტიასთან ერთად, ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც ირღვეოდა ხალხის უფლებები“. 

„ეს არ იქნება მერის პოსტისათვის ბრძოლა. ეს იქნება ღირსებისათვის ბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაში გვეიმედება იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ვერ ეგუება უსამართლობას, უკანონობას, მოტყუებას, გადაგდებას, ოცნებების მსხვრევას; ვერ ეგუება ბანდიტი ბანკირების, ოლიგარქების, მონოპოლისტების ბატონობას, რომლებმაც უფლება აჰყარეს ჩვენს თანამოქალაქეებს “, - დასძინა გუგავამ.

ლეიბორისტულმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 3.14% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა ვერ შეძლო. 2017 წლის ივლისში NDI-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად კი, იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს მხარს 2% დაუჭერდა. 

დედაქალაქის მერის არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინეს მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ - კახა კალაძე, ნაციონალურმა მოძრაობამ - ზაალ უდუმაშვილი, ევროპულმა საქართველომ - ელენე ხოშტარია, შენების მოძრაობამ - თენგიზ შერგელაშვილი, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა - ირმა ინაშვილი.

მერობის კანდიდატები საარჩევნო ბლოკებმაც დაასახელეს. 

დემოკრატიულ მოძრაობას და თავისუფალ საქართველოს ერთიან კანდიდატად წარდგენილი ჰყავთ  - კახა კუკავა. ოთხმა პარტიამ - ახალმა საქართველომ, ევროპელმა დემოკრატებმა, სამოქალაქო ალიანსმა თავისუფლებისათვის და ახალმა ერთობამ საქართველოსთვის კი - გიორგი ვაშაძე დაასახელა. 

თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას იღებს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი - ალექსანდრე ელისაშვილიც.

ამავე თემაზე

არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №1
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
ორმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები წარადგინა
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა
ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა
ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა
ევროპულმა საქართველომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი